დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისს გახსნის
ავტორი:
2014/ოქტომბერი/08 21:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ დანელიასთან ერთად ხვალ სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისს გახსნის.
ცერემონიას საერთაშორისო ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დაესწრებიან.
"სურსათის ეროვნული სააგენტო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) ამოქმედების შემდგომ.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კუთხით და მის ბაზარზე ექსპორტის ხელშესაწყობად. ეს პირველ რიგში, დაიცავს ქართველ მომხმარებელს საფრთხის შემცველი, მავნებელი სურსათისგან", - აცხადებენ სააგენტოში.
ახალი ოფისი 15:30 საათზე გაიხსნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია