დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება
ავტორი:
2014/მაისი/13 20:00:02
გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია ოქტომბერში ჩააბარეს.
"მოსწავლეებმა, რომლებმაც შემოდომაზე ვერ გადალახეს ზღვარი (ან ვერ გამოცხადდნენ), შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთხელ ჩააბრონ ეს გამოცდა, დანარჩენ ოთხ საგანთან ერთად!", - განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მათივე განმარტებით, მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც უკვე დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღეები გრძელდება. ის ხვალ, 14 მაისს, 14:00 საათზეც გაიმართება. ამჯერად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების და ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებსა და მათგან მიიღონ ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 36 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია