დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - უკვე დგება დრო, როდესაც მთავრობის დაწყებულ პროგრამებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ავტორი:
2014/მაისი/12 12:30:01
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთკარში მეფრინველეობის ფაბრიკა "პიუნიკ ჯორჯია"დაათვალიერა , რომელიც იაფი კრედიტის დახმარებით შეიქმნა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს "პიუნიკ ჯორჯიას" დამფუძნებელმა,  ლევან ცხადაძემ მთავრობის მეთაურს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ შეღავათიანი სესხის საშუალებით კომპანიამ 2,5-ჯერ გაზარდა წარმოება, დაასაქმა 42 ადამიანი და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს.
პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე დგება დრო, როდესაც მთავრობის მიერ დაწყებულ პროგრამებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება არის საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ეკონომიკის ნომერ პირველი ამოცანა. თითოეული ამგვარი წარმატებული საწარმო კი არის ყველაზე კარგი მაგალითი მეწარმეებისთვის, რათა მათ დააბანდონ თანხა სოფლის მეურნეობაში, დაასაქმონ ხალხი, აწარმოონ ნამდვილი ქართული პროდუქცია, წვლილი შეიტანონ ქართული ეკონომიკის აღორძინებაში, შექმნან დაცული ბიზნესი და ნახონ მოგება.
პრემიერ-მინისტრი საწარმოში დასაქმებულ ადგილობრივებსაც გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. მოსახლეობას ძირითადად მწყობრიდან გამოსული სარწყავი სისტემები, სასმელი წყლის პრობლემა და სოფლების დამაკავშირებელი ხიდების არარსებობა აწუხებთ.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას განმარტა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებთან ერთად მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წყლისა და გზის პრობლემების მოგვარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს რეგიონი, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტები არ ხორციელდება.
საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი იმყოფებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია