დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ნაციონალური მოძრაობა“ მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციისა და არასამთავრობოების ჩართვას ითხოვს
ავტორი:
2018/თებერვალი/14 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/datukishvili_ca55d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478152-nacionaluri-modzraoba-meriis-sakonskurso-saatestacio-komisiis-shemadgenlobashi-opoziciisa-da-arasamthavroboebis-charthvas-ithkhovs.html", "headline": "„ნაციონალური მოძრაობა“ მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციისა და არასამთავ...", "datePublished": "2018-02-14 08:07:59", "dateModified": "2018-02-14 08:07:59", "description": "თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/datukishvili_ca55d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია 22 თებერვალს სრულდება, რომლის შემდეგ საკონკურსო საატესტაციო კომისია უნდა შეიქმნას და რეორგანიზაციას დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა კონკურსი უნდა გაიარონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში ჩართულობას ითხოვს.

„ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მერიის სხვადასხვა ერთეულებში მოხდება სტრუქტურული ცვლილებები, ამასთან დაკავშირებით ბატონ კალაძესთან გვაქვს შემხვედრი წინადადება. კალაძე დეკლარირებულად აცხადებს, რომ მისი მიზანია პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული თბილისის მერია. კალაძე თუ მართლა აპირებს, რომ პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით დააკომპლექტოს თბილისის მერია და ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე კონკურსები, ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გვაქვს წინადადება და პრინციპში მოთხოვნაც, მან საკონკურსო საატესტაციო კომისიაში, რომელიც 22 თებერვლის შემდეგ შეიქმნება, ჩართოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ მზად ვართ ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მივიღოთ საკონკურსო საატესტაციო კომისიაში, ასევე ამ კომისიაში ჩართული იყოს ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მაღალი ნდობით სარგებლობენ“, - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია