დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"არასაპარლამენტო ოპოზიციამ" ნაძალადევში მაჟორიტარ კანდიდატად ნინო სირბილაძე წარადგინა
ავტორი:
2014/მაისი/09 17:30:02
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" დღეს ნინო სირბილაძე დაასახელა.
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, მომავალი მაჟორიტარი "ცოცხალი და ენერგიული ადამიანი უნდა იყოს" და ნინო სირბილაძე სწორედ შესაბამისი კანდიდატია.
"მაჟორიტარი უნდა იყოს ლობისტი და ინტერესების გამტანი. დღეს თბილისის ყველა უბანს აქვს უამრავი სოციალური პრობლემა, რომელსაც სჭირდება ცოცხალი და ენერგიული ადამიანი ყოველგვარი პარტიული ინტერესების მიღმა", - განაცხადა კახა კუკავამ.
სირბილაძე დამოუკიდებელ კანდიდატადაა წარდგენილი. იგი თვლის, რომ წარმატებით მოირგებს მედიატორის როლს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია