დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და პოლონეთს საერთო ისტორია და ღირებულებები გააჩნიათ
ავტორი:
2018/აპრილი/25 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidzepoloneti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489899-irakli-kobakhidze-saqarthvelosa-da-poloneths-saertho-istoria-da-ghirebulebebi-gaachniath.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და პოლონეთს საერთო ისტორია და ღირებულებები გააჩნიათ ", "datePublished": "2018-04-25 16:48:26", "dateModified": "2018-04-25 16:48:26", "description": "ქართველ და პოლონელ ხალხს საერთო ინტერესები და ფასეულობები აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidzepoloneti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქართველ და პოლონელ ხალხს საერთო ინტერესები და ფასეულობები აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წელს მივიღეთ, რამაც პოლონეთის მსგავსად უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის იდეა. საქართველოსა და პოლონეთს საერთო ისტორია და საერთო ღირებულებები გააჩნიათ და ეს არის ის, რაც ამყარებს ქართველ და პოლონელ ხალხს შორის მეგობრობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის სახელმწიფოსა და პოლონელ ერს უმნიშვნელოვანესი თარიღი, რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პოლონეთის კონსტიტუცია პოლონელი ხალხის თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს.

„პოლონეთის პირველი კონსტიტუცია ერთ-ერთი ყველაზე უძველესია და ამ დოკუმენტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პოლონეთის ისტორიაში, რადგან მან უზრუნველყო პოლონეთის დამოუკიდებლობის იდეა საუკუნეების მანძილზე და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლონეთის დამოუკიდებლობის დაცვაში“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და პოლონელ ხალხს შორის არსებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა კონსტიტუციის მნიშვნელობა ორივე ქვეყნის ისტორიაში. ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის განვითარების მოდელზე და ქვეყნის მიერ მიღწეულ რეგიონული და საერთაშორისო დონის წარმატებებზე ისაუბრა.

„პოლონეთი არის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. დღეს პოლონეთი ამაყობს ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი სახელმწიფოებრიობით და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტითა და დემოკრატიული ღირებულებებით და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს იმ სტანდარტებს, რომლებსაც პოლონეთმა უკვე მიაღწია. ჩვენ გვაქვს მსგავსი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. პოლონეთი უკვე არის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი, და ეს არის ის მიზანი, რომელიც გვაერთიანებს საქართველოსა და პოლონეთს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებულად აღნიშნა და მადლიერება გამოხატა პოლონეთის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკა საქართველოსადმი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იჩენს.

„პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ამ მიზნის მიმართ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და ჩვენ ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ პოლონეთის მიმართ ამ მხარდაჭერისათვის, რომელიც 90-იანი წლებიდან იწყება. ქართველ ხალხს ახსოვს პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოსათვის ურთულეს პერიოდში, ასევე 2008 წელს ომის დროს, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი, ბატონი კაჩინსკი ჩამობრძანდა საქართველოში და დადგა ქართველი ხალხის გვერდით. ქართველი ხალხი უზომოდ მადლიერია ამისათვის, მადლიერია პოლონელი ხალხის, პოლონელი პოლიტიკოსებისა და ეს გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა და დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დემონსტრირებაა ჩვენი მეგობრობისა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა. ელჩმა პოლონეთის კონსტიტუციის მნიშვნელობაზე და საქართველოსა და პოლონეთის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრა. პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ მიღებას საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია