დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია მზად არის, ყველა კანდიდატთან დებატებში დაჯდეს
ავტორი:
2014/მაისი/09 15:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მზად არის ყველა კანდიდატთან დებატებში დაჯდეს. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს ნიკა მელიას გუშინდელი შეთავაზების კომენტირებისას განუცხადა.
"ჩვენ მზად ვართ, ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა", - აღნიშნა ნარმანიამ.
ამასთან, თბილისის მერობის კანდიდატი ოპონენტებს ურჩევს, რომ თავიანთ დაპირებებში კარგად ჩაიხედონ.
"რაც შეეხება ცალკეულ ინიციატივებს, რომელიც გუშინდელ ყრილობაზე დასახალდა, მათ შორის აქციზის გადასახადების კლებასთან დაკავიშრებით, არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას. ვერც თბილისის მერია და ვერც საკრებულო ვერანაირად ვერ შეამცირებს გადასახადს, ისევე როგორც ვერანაირად ვერ შეამცირებს იმ ტარიფებს, რომლებიც ბევრი თვალსაზრისით არსებობს. აქედან გამომდინარე, ოპონენტებს ვურჩევ, რომ თავიანთ დაპირებებში კარგად ჩაიხედონ, რადგან თბილისის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის იმ უფლებამოსილებების შესახებ, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს", - აღნიშნა ნარმანიამ.
თბილისის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს. გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე, ნიკა მელიამ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის უფასო იქნება; 20-თეთრამდე შემცირდება სხვა მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. მელიას განცხადებით, ასევე მოხდება საშემოსავლო გადასახადების შემცირება და კომუნალური გადასახადები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია