დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულებს ივნისში გადმოასვენებენ
ავტორი:
2014/მაისი/08 17:00:02
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულების გადმოსვენება გეგმის მიხედვით, ივნისის თვეში მოხდება , - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო წითელი ჯვრის ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების შესაბამისად, დაიწყო ბაბუშერაში სამარხის გახსნა, სადაც დაკრძალული არიან თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული ჩვენი თანამემამულეები.
"პროცესი 26 მაისამდე გაგრძელდება და შემდეგ ორ ეტაპად მოხდება ცხედრების გადმოსვენება და მათი ოჯახებისთვის გადაცემა", - განაცხადა დავით დარახველიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია