დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა მიქაია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობა არ შემოუთავაზებიათ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 12:30:02
ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობის შეთავაზების შემთხევაში დაფიქრდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა მიქაიამ განაცხადა, ამ ეტაპზე მისთვის არავის არაფერი შეუთავაზებია და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის გუბერნატორად ინიშნება, ჭორია.
"არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. მე ვთვლი, რომ ეს არის გავრცელებული ჭორი. ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია", - აღნიშნა კახა მიქაიამ.
რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა ამ თანამდებობას შეთავაზების შემთხვევაში და გახდება თუ არა გუბერნატორი, მიქაიამ განმარტა, რომ მოვლენებს არ დაასწრებს და დაფიქრდება.
"მე საერთოდ ყოველთვის ვფიქრობ, გამორიცხული კი არაფერია", - აღნიშნა მიქაიამ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1320
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია