დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უილიამ ჰეიგი საქართველოში თავდაცვის სისტემების განთავსების თემას გამოეხმაურა
ავტორი:
2014/მაისი/08 11:30:02
დარწმუნებული ვარ, არის კიდევ სხვა გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერებისკენ, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველი პირი კითხვას გამოეხმაურა, რამდენად რეალურია საქართველოში თავდაცვის სისტემების განთავსება.
როგორც უილიამ ჰეიგმა აღნიშნა, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების გზა არის საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება.
"ეს არის საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება საერთოდ, რომელიც საქართველოსაც წაადგება. დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატო-ს მომავალი სამიტი ალბათ იქნება საკმაოდ ხელშემწყობი გარემოება იმისათვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს", - განაცხადა უილიამ ჰეიგმა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატო-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია