დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასამთავრობოები სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივაში არაკონსტიტუციური მექანიზმის შექმნის საფრთხეს ხედავენ
ავტორი:
2018/იანვარი/05 17:30:01
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/verdzeuli_3d540.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/471916-arasamthavroboebi-sasamarthlo-sistemashi-ets-magistri-mokhelis-institutis-shemoghebis-iniciativashi-arakonstituciuri-meqanizmis-sheqmnis-safrthkhes-khedaven.html", "headline": "არასამთავრობოები სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივაში არაკონ...", "datePublished": "2018-01-05 13:28:30", "dateModified": "2018-01-05 13:28:30", "description": "არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/verdzeuli_3d540.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს და პარლამენტს მისი მიღებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

დისკუსია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, სადაც კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტის შემოღებით, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავს, შესაძლოა, არაკონსტიტუციური მექანიზმი შეიქმნას.

“ამ ახალი ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მოხელის ინსტიტუტი არსებობს, თუმცა მნიშვნელოვნად ფართოვდება მისი უფლებამოსილება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ ახალი ბუნების ინსტიტუტი იქმნება. შესაძლოა აქ იდგეს ამ ახალი ინსტიტუტის კონსტიტუციურობის პრობლემაც. გარდა ამისა, რეფორმის მეოთხე ტალღა მათ შორის ბიზნესისთვის კომერციული პალატის შექმნას გულისხმობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასწორი, არასამართლიანი და პოლიტიკურადაც არაეთიკურია, როდესაც კანონპროექტის ინიციატორები ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ბიზნესს სპეციალურ პალატას შეუქმნიან და ბიზნესდავებს ერთგვარად პრივილეგირებული თუ ელიტური მოსამართლეების ჯგუფი განიხილავს, ხოლო მეორე მხრივ, 5 ათას ლარზე ქვემოთ დავებს განიხილავს არა მოსამართლე, არამედ მოხელე, რომელივ ვერ გავიგეთ, უფრო საჯარო მოხელეა თუ უფრო მოსამართლეა თავისი ბუნებით. მართლმსაჯულების ხარისხის თანხის მოცულობის მიხედვით გამიჯვნა არასწორია - თანხა არ უნდა განსაზღვრავდეს საკითხს მოსამართლე განიხილავს თუ საჯარო მოხელე“, - განაცხადა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა სოფო ვერძეულმა.

კომიტეტის სხდომაზე გამართული განხილვისას დაისვა კითხვა, თუ რა ვადით მოხდება მაგისტრი მოხელის დანიშვნა, თუმცა ამაზე პასუხი დღეს კომიტეტს არ ჰქონდა.

სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტი შემოდის, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავს. ამას მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის ფარგლებში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, სასამართლოს შესაბამისი მოხელე (მაგისტრი) უფლებამოსილია, განიხილოს შემდეგი საქმეები: საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეები და მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეები.

პროექტის მიხედვით, მაგისტრი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს. მაგისტრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის იგივე საფუძვლები და სამართალწარმოება ვრცელდება, რაც მოსამართლეებისთვის არის გათვალისწინებული.

სასამართლოს შესაბამის მოხელედ (მაგისტრად) შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კომიტეტი ცვლილებებს სასამართლოს საქმეებისგან განტვირთვის საჭიროებით ხსნის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია