დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ადამიანებს ქუჩაში არ უწევდეთ ანგარიშსწორება
ავტორი:
2014/მაისი/05 09:00:02
ბიზნესმენ დავით კოდუასთან დაკავშირებული ინციდენტი მოწმობს, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ადამიანებს ქუჩაში არ უწევდეთ ანგარიშსწორება, - ასე გამოეხმაურა ისუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დავით კოდუას ცემას.
მინისტრის შეფასებით, მომხდარი ითხოვს გამოძიებას და უნდა მიეგოს პასუხი თითოეულ მათგანს იმაში, რაშიც დამნაშავენი არიან ერთმანეთის წინაშე. ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა დავით კოდუაზე მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო.
"პირველ რიგში ცალსახად მინდა დავგმო დავით კოდუას წინააღმდეგ განხორციელებული ფაქტი. ყველანაირი ტიპის ძალადობა არის დაუშვებელი, თუკი ჩვენ უნდა ვიყოთ და ვართ ცივილიზებული საზოგადოება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ იყო გარკვეული პრეტენზია ძალადობის ავტორის მხრიდან და შეხვედრამ გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ეს ის მეთოდი არ არის, რომლითაც შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუსწორო. ეს ამავე დროს მოწმობს იმას, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ადამიანებს არ უწევდეთ ქუჩაში ანგარიშსწორება და ეს სამართლებრივ ჩარჩოში გამოძიების, თუ ადეკვატური სასჯელის მისჯის გზით უნდა ხერხდებოდეს და არა ქუჩაში კერძო პირებს შორის ანგარიშსწორებით. მომხდარი თავდასხმა არის მიუღებელი და იმედი მაქვს, მსხვერპლი მალე გამოჯანმრთელდება. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც გაღიზიანებულია "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი არაადამიანური მმართველობით, მოვუწოდო იმისკენ, რომ გვევალება ვიფიქროთ ქვეყანაზე და საკუთარ თავზე, რადგან ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ნუ გავხდებით უნებურად სხვადასხვა გაუგებრობების მსხვერპლი", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებსაც გამოეხმაურა და მოუწოდა "ნუ იქნებიან ბოროტად გახარებული იმით, რაც დავით კოდუას დაემართა". "მესმის, რომ თავდასხმა დავით კოდუაზე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, არის ელემენტარული გაუბედურებული ადამიანის შურისძიება. ნუ გაუხარდება ეს ფაქტი "ნაციონალურ მოძრაობას" და ნუ გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად. მომხდარს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს და პროკურატურა ყველა ღონეს მიმართავს, რომ სიმართლე დადგინდეს. მომხდარი ითხოვს გამოძიებას და უნდა მიეგოს პასუხი, უნდა მიეგოთ პასუხი თითოეულ მათგანს იმასში, რაშიც დამნაშავენი არიან ერთმანეთთან ურთიერთობაში. როგორც ჩანს, დავით კოდუას ამ ადამიანის წინააღდმდეგ რაღაც ჰქონდა წარსულში ჩადენილი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია