დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სომხეთის პრეზიდენტის ინიციატივით იყო, გიორგი მარგველაშვილსა და არმენ სარქისიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ავტორი:
2018/მაისი/03 20:00:01
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/margvelashvili_1cc88.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491305-somkhethis-prezidentis-iniciativith-iyo-giorgi-margvelashvilsa-da-armen-sarqisians-shoris-satelefono-saubari-shedga.html", "headline": " სომხეთის პრეზიდენტის ინიციატივით იყო, გიორგი მარგველაშვილსა და არმენ სარქისიანს შორის სატელეფონო სა...", "datePublished": "2018-05-03 15:58:42", "dateModified": "2018-05-03 15:58:42", "description": "საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შორის სატელეფონო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/margvelashvili_1cc88.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სატელეფონო საუბრისას, რომლის ინიციატორი სომხეთის პრეზიდენტი იყო, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-სომხეთის ურთიერთობები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტს არმენ სარქისიანმა ინფორმაცია მიაწოდა სომხეთში არსებული ვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს კეთილდღეობა.

არმენ სარქისიანმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, დაადასტურა საქართველოში ვიზიტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით 26 მაისს შედგება. სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს და გაიზიარებს ქართველი ხალხის საზეიმო განწყობას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია