დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი ზუგდიდში გააკეთა
ავტორი:
2014/ივნისი/15 14:30:02
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი ზუგდიდში გააკეთა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ არჩევანი ზუგდიდში, მე-10 საჯარო სკოლაში, N30-ე საარჩევნო უბანში გააკეთა.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ იმ სახელმწიფო სახელისუფლებო კოალიციის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ხელისუფლების ნაწილი ცენტრალურიდან ადგილობრივ მმართველობით ორგანოებზე გასცა. ეს მართლა ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომ ზუგდიდთან ერთად, 10 მერი პირდაპირ იქნება არჩეული. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმით, რომ დემოკრატია უკვე გადადის რეგიონებში. რეგიონებს და ზუგდიდს, ჩემს ქალაქს, მეტი შესაძლებლობა ექნება საკუთარი პასუხისმგებლობა თავის ხელში აიღოს როგორც ფინანსურ, ასევე სხვა სახელმწიფოებრივ საკითხებზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია