დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აქტივისტებს კარვები ქვედა ზონიდან საყდრისის საბადოს წინ გადააქვთ
ავტორი:
2014/მაისი/04 21:00:02
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის გაფართოებული კრება დასრულდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში კომიტეტის წევრმა ნინო მიქიაშვილმა განაცხადა, კომიტეტის წევრები საყდრისის გადარჩენის სამომავლო გეგმაზე მსჯელობდნენ. მიქიაშვილის განცხადებით ამჟამად მიმდინარეობს კარვების აღება ქვედა ზონიდან და კომიტეტის წევრების ნაწილი საბადოს წინ, მთაზე კოშკურასთან გადაინაცვლებს.
კომიტეტის გაფართოებულ სხდომას ცოტნე გამსახურდია, სოსო მანჯავიძე, ზურაბ მამალაძე და ზაზა მგალობლიშვილიც ესწრებოდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, საყდრისის გადარჩენისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. "როგორც ჩანს ხელისუფლებას აწყობს, რომ მოვლენები პერიპეტიებში იქნას გადატანილი, ამიტომ კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საპროტესტო აქციების ძირითად ნაწილს თბილისში გამართავენ. თუ რა ფორმით, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა გამსახურდიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1125
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია