დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნანუკა ჟორჟოლიანი - ჩემმა მეუღლემ მთხოვა შსს-სთვის შემთხვევის ადგილზე არსებულ ვიდეოკამერებზე ინფორმაცია მიმეწოდებინა
ავტორი:
2014/მაისი/03 23:00:02
ირაკლი კოდუას მეუღლის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, აბაშიძის ქუჩაზე, სადაც დღეს დავით კოდუას ცემის ფაქტი მოხდა, 8 ვიდეოთვალია დამონტაჟებული, საიდანაც ფაქტის დაფიქსირება შეიძლებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დღეს "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, სადაც დავით კუდუას ცემის ფატქზე დაკავებულ ნოშრევან ნამორაძის აღიარებით ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"არის კითხვები, რაზეც პასუხებია საჭირო. დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არც ერთი კამერა შემთხვევის ადგილზე არ არის. ჩემმა მეუღლემ, ირაკლი კოდუამ მთხოვა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმეწოდებინა ეს რუკა, მარკერებით მონიშნულია ყველა ის ვიდეოკამერა, რომელიც გადაიღებდა ამ ადგილს და თან ძალიან კარგად. პოლიტიკური სიმპატიები ამ ადამიანის მიმართ გვაქვს თუ არა, ამ უწყებაში ყველა აღიარებს, რომ ოპერატიული სამძებრო სამსახური მან ძალიან კარგად იცის. ამას აღიარებენ დღევანდელ უწყებაშიც. მან ასევე მთხოვა შსს-თვის გადამეცა კონკრეტული ვიდეოთვალის მიერ ახლოდან გადაღებული სურათები. ეს არის "ტაოპრივატბანკი", "ჯი-პი-სი", მაღაზია "ტრენდი", ეს არის ქუჩაში დაყენებული სათვალთვალო კამერა, "პე-ეს-პე" და კიდევ ერთ-ერთი რესტორანი. სულ 8 ვიდეოთვალი არსებობს", _ აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქმე რა მუხლით აღიძვრება და როგორ წაიყვანს გამოძიებას შსს და ხომ არ იქნება ბრალი წაყენებული მსუბუქი დაზიანების მუხლით.
"ბევრს დღეს შურისძიების მოტივაცია აქვს და ის მოტივაცია, რომ წარსულში დაკავებული იყო სოდ-ის მიერ. ეს არის ეშმაკის ბორბალი და თუ ამ ეშმაკის ბორბალზე ვიტრიალებთ, ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი შვილებისთვის", _ დასძინა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ნოშრევან ნამორაძეს იგი არა კოდუების მეშვეობით, არამედ კორესპონდენტად ყოფნის პერიოდიდან იცნობდა. კერძოდ, ნამორაძე სიუჟეტის მომზადების დროს გაიცნო, როდესაც ჭავჭავაძეზე, "ბიგ ბენში" სროლის დროს ნამორაძემ მისი მეგობარი და ბიზნესმენპარტნიორი კურცხალია დაჭრა. მისივე თქმით, დაპირისპირება ჭავჭავაძეზე ორმხრივ სროლაში გადაიზარდა. ჟორჟოლიანის განმარტებით, ნამიორაძეს კურცხალიასთან გარჩევა ჰქონდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ასევე განმარტავს, რომ ნამორაძე დავით კოდუას მეგობარი იყო.
"ბოლო პერიოდში მათ უთანხმოება ჰქონდათ. ნოშიკო ნამორაძემ არჩევნების შემდეგ არაერთი ჩვენება მისცა გამოძიებას დავით კოდუას წინააღმდეგ. ის ირწმუნებოდა, რომ დავით კოდუასთან გარკვეული ბიზნესდავა ქონდა. მასთან ერთად ირაკლი ზაქაიძე და კიდევ რამდენიმე ბიზნესმოწილე დაიკითხა. დაკითხვებისა და გარკვეული დოკუმენტაციების წარდგენის შემდეგ, საქმე მსვლელობაში აღარ მიეცა", _ დასძინა ჟორჟოლიანმა.
მან ასევე გაიხსენა, ახლახანს ნოშრევან ნამორაძის მეუღლის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში ნათქვამი ფრაზა, რომ იგი მისი კუთვნილი ავტომანქანიდან ჩამოსვეს.
ჟორჟოლიანის თქმით, იგი ამ ფაქტით დაინტერესდა და გადაამოწმა.
"ეს მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე იმყოფება, რომლის მინისტრი ჭიკაიძეა. არავის პირად საკუთრებაში მანქანა არ მიუქცევია, რაზეც მისი მეუღლე გადაცემაში საუბრობდა. შესაძლოა, მას ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, რომ მისი მანქანა ვინმეს პირად საკუთრებაშია", _ აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
მან ეჭვი გამოთქვა, რომ დღეს აბაშიძის ქუჩაზე მომხდარში ნოშრევან ნამორაძეც მონაწილეობდა, რადგან მას კოდუების ოჯახის ძიძა იცნობდა. "ბევრი თვითმხილველია. ისინი ერთნაირი ჩაცმულობით იყვნენ. ელექტროშოკებით შეიარაღებული. მაშინ ჩვენ ვაღიარებთ, რომ 90-იან წლებში დავბრუნდით ან სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე", _ განმარტა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ეს ფაქტი ირიბად უკავშირდება ირაკლი კოდუას, რადგან ნოშიკო ნამორაძე ირაკლი კოდუას მიერ იყო დაკავებული.
ჟორჟოლიანისთვის, 2008 წელს ნამორაძის დაკავების საქმის დეტალები უცნობია. მისი თქმით, ამ ფაქტის შემდეგ დავით კოდუასა და ბიზნესპარტნიორ ნამორაძეს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ნამორაძე რამდენჯერმე დაიკითხა, საქმეში მყოფმა სხვა ბიზნესპარტნიორებმა ისეთი მტკიცებულებები წარადგინეს, რომ საქმე არ აღიძრა.
ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოში დღეს, დაახლოებით, 15.00 საათზე მოათავსეს, მოგვიანებით კი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
დავით კოდუაზე თავდასხმა აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.



PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია