დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციაში სპეციალიზებული სასამართლო ცნების შეტანას მხარი დაუჭირა
ავტორი:
2014/მაისი/03 15:00:02
კონსტიტუციაში სპეციალიზებული სასამართლო ცნების შეტანას, საკონსტიტუციო კომისიამ დღეს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ კონსტიტუციის ჩანაწერში, რომლის მიხედვით აკრძალულია სპეციალური და საგანგებო სასამართლოს შექმნა, ეს ფორმულირება უცვლელი დარჩეს, თუმცა, სპეციალიზებული სასამართლოს ცნება იქნას შემოღებული.
მინისტრის განმარტებით, სპეციალიზებული სასამართლოს ცნების შემოღებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას სპეციალიზებული მოსამართლეები განიხილავენ.
"სპეციალიზებული სასამართლო ცნების შემოღება იმისთვის არის საჭირო, რომ არასრულწლოვნებისთვის შეგვეძლოს სპეციალიზებული მოსამართლეები გვყავდეს, ასევე თუკი საქართველოში მომავალში საჭირო იქნება სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეების ყოლა, ამას აღარ აკრძალავს კონსტიტუცია. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რისთვისაც კომისიის წევრებს სრული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი", - განაცხადა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე. დღეს კონსტიტუციის მეხუთე თავის ორი მუხლის განხილვა მოხდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია