დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როლანდ ახალაიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტმა მომავალ კვირაში უნდა იმსჯელოს
ავტორი:
2014/მარტი/14 16:00:05
დეპუტატ როლანდ ახალაიას შესახებ მთავარი პროკურორის წინადადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ხუთი დღის ვადაში უნდა შეისწავლოს და პარლამენტს წარუდგინოს.
პარლამენტის წევრის დაკავება, დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეიძლება.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტი და "პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონი ადგენს - საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში მთავარ პროკურორს შეაქვს. ამ წინადადების საფუძვლიანობას ხუთი დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება დადგენილებით მიიღება.
პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს .
ამასთან, პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის დაკავებულ ან დაპატიმრებულ წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.
მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პარლამენტი დეპუტატს დადგენილებით აღუდგენს უფლებამოსილებას. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა სრული კომპენსაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია