დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/demografiuliforumi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468514-pirveli-demografiuli-forumis-farglebshi-akhalgazrdebthan-shekhvedra-gaimartheba.html", "headline": "პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართება ", "datePublished": "2017-12-14 04:58:03", "dateModified": "2017-12-14 04:58:03", "description": "თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, დღეს პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/demografiuliforumi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, დღეს პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოგრაფიული აღორძინების ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ თბილისის მერი კახი კალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოადგილე თემურ მურღულია.

ამასთან, ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკისა და ახალგაზრდების ბოლო სტატისტიკური მონაცემების შესახებ მოხსენებას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე გააკეთებს.

„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე ახალი ახალგაზრდული პროექტის „მე-ოჯახი-სახელმწიფოს“ პრეზენტაციას გამართავს.

შეხვედრას უნივერსიტეტების და ახალგაზრდული ორგანიზაციების სტუდენტი-ახალგაზრდები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ახალგაზრდები წარმოადგენენ საკუთარ ხედვებს და გაიმართება დიალოგი მოწვეულ სტუმრებთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია