დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა ნავთლუღის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/03 14:30:02
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ, მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "არასაპარლამენტო ოპოზიციიდან" აცნობეს, ნავთლუღის ქუჩაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რის გამოც გამწვანების ზოლის გაჩეხვა მოხდა და რასაც ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ყველა იმ პრობლემას, რაც დედაქალაქს აწუხებს.
კახა კუკავამ მოსახლეობას "არასაპარლამეტო ოპოზიციის" ხედვები გააცნო თბილისის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
მერობის კანდიდატის თქმით, ამჟამად არ არსებობს დედაქალაქის განაშენიანების კონკრეტული გეგმა და ამის შედეგია, რომ თბილისის ერთ დროს ულამაზესი უბნები დღეს არქიტექტურულ სიმახინჯეებადა არის ქცეული.
კახა კუკავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია