დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები "თბილისის სამიტ 2014"-ს გახსნიან
ავტორი:
2014/მაისი/03 12:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანელ კოლეგებს უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილი, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, 6 მაისს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში "თბილისის სამიტ 2014"-ს გახსნის.
სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ.
სამივე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებაც იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტების სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრები.
"თბილისის სამიტი 2014" საქართველოს პრეზიდენტის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებისას დაიგეგმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია