დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - მოვახერხოთ ის, რომ ქვეწოლის მდგომარეობაში არ ვიყოთ და ზეწოლაც არ განხორციელდება
ავტორი:
2014/მაისი/01 16:30:04
მოვახერხოთ ის, რომ ქვეწოლის მდგომარეობაში არ ვიყოთ და ზეწოლაც არ განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იზიარებს თუ არა დეპუტატ თამარ კორძაიას შეფასებას, რომ სასულიერო პირები ანტიდისკრიმინაციულ კანონპრექტთან დაკავშირებით პარლამენტზე ზეწოლას ახორციელებენ.
"პარლამენტი ის ადგილია, სადაც ყველა შეხედულება უნდა გამოითქვას თამამად, მათ შორის, შესაძლოა, 3 საათი ვუსმენდე მე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისეთ გამოსვლებს, რომელთაც არ ვეთანხმები, მაგრამ ვინაიდან აქვს იმას, ვისაც არ ვეთანხმები კიდევ 5 წუთი, ველოდები 5 წუთს და კიდევ 5 წუთს ვაძლევ, თუკი ეს ეკუთვნით. სხვას თუ ვუწუნებთ იმას, რატომ არიან კატეგორიულები, რატომ ითხოვენ რაღაცას კატეგორიული მეთოდებით, ნურც ჩვენ მოვიქცევით ასე. რას ნიშნავს ზეწოლა? ზეწოლის მცდელობა? მოვახერხოთ ის, რომ ქვეწოლის მდგომარეობაში არ ვიყოთ და ზეწოლაც არ განხორციელდება. ეს მე მგონი არ არის ცალმხრივი აქტი. ამიტომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რისიც გვჯერა და რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ერთ-ერთი ის თემაა, რაც მნიშვნელოვანია არამარტო იმიტომ, რომ ევროპაში ასეა მიღებული. მე მგონი, ჩვენ გვინდა ის ქვეყანა, სადაც ძალადობა არის დაუშვებელი, თორემ თუ ერთი კონკრეტული ნიშნის გამო ძალადობა არის დაშვებული, შემდეგ ეს ნიშნები გაფართოვდება. ჩვენ ის სახელმწიფო არ მოგვწონდა, სადაც პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ ადამიანებს. ახლა არ გვინდა ეს ამბავი", - განაცხადა უსუფაშვილმა და პრესკონფერენცია შემდეგი სიტყვებით დაამთავარა, რომ "ეს ყველაფერი ჩვენ გვეხება ყველას, იმიტომ რომ ერთად ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია