დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ავტორი:
2018/ივნისი/27 21:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/parlamenti-delegacia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500715-saqarthvelos-saparlamento-delegacia-iranis-islamuri-respublikis-vice-prezidents-shekhvda.html", "headline": "საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
", "datePublished": "2018-06-27 17:44:06", "dateModified": "2018-06-27 17:44:06", "description": "საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს, ირანის ისლამური რესპუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/parlamenti-delegacia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ალი აშგარ მოუნესანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 


მათივე ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა ტურიზმისა და კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საუბარი, ასევე, შეეხო ხალხთაშორისი ურთიერთობის განვითარებას, ფერეიდნელი ქართველების საკითხს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ირანის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. 
შეხვედრაზე ინტენსიურ გაცვლით ვიზიტების დინამიკაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც ვანო ზარდიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ცოტნე ზურაბიანი, დიმიტრი მხეიძე და თენგიზ გუნავა შედიან, ირანში ვიზიტი დაასრულა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია