დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო რუსეთისთვის მტერი არ არის
ავტორი:
2014/მაისი/01 00:00:02
საქართველო რუსეთისთვის მტერი არაა, როგორც კი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, არ ვაპირებთ, რუსეთთან დაპირისპირებული ვიყოთ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა.
"მესმის, რომ ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ ხომ არ ვართ ისტერიულები?! ჩვენ არაფრის დიდებით ისტერიული გარემო არ უნდა ჩამოვაყალიბოთ, არამედ ძალიან მშვიდად უნდა შევეცადოთ და ჩამოვაყალიბოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში: პირველი – ჩვენ არასდროს შევეგუებით იმ სტატუსს, რომელშიც ახლა ვართ, როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. ამასთან მიმართებაში ძალიან სერიოზული რესურსი გვაქვს, კერძოდ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მთლიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. შემდეგი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო რუსეთისთვის მტერი არაა. როგორც კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ რუსეთთან დაპირისპირებული ქვეყანა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის რეგიონში კეთილმეზობლობისთვის და რომლის სიმშვიდე და დალაგებულობა რუსეთისთვის ხელსაყრელია და არა საზიანო. ჩვენ არ ვართ მტერი, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე განიცადა რუსეთის აგრესია, რასაც ჩვენ არ შევეგუებით და საბოლოოდ, საქართველო მაინც ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული იქნება, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება. ეს უბრალოდ დროის საკითხია", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია