დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება
ავტორი:
2018/თებერვალი/10 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/gudaur.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477566-gudaurshi-diplomatiuri-sathkhilamuro-shejibri-gaimartheba.html", "headline": "გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება", "datePublished": "2018-02-10 05:51:56", "dateModified": "2018-02-10 05:51:56", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/gudaur.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის თანაორგანიზებით, დღეს, გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი „DipSki2018“ გაიმართება. ტურნირი მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას.

„DipSki2018“ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

შეჯიბრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ისაუბრებს საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალზე და ამ მიმართულებით მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტზე, რაც ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას წარმოადგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს 2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს და 2030 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. მიხეილ ჯანელიძე სტუმრებს გააცნობს ამ მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ „DipSki2018“-ის ფარგლებში ტურნირის მონაწილეები ასევე მოინახულებენ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების პროფესიულ მომზადებას და ამ მიმართულებით კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას. სათხილამურო შეჯიბრის პარალელურად, ღონისძიების სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ სათავგადასავლო სკოლის სიმულაციაში და ჩაერთვებიან ზვავში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის ოპერაციაში.

სათხილამურო ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული თასებით დაჯილდოვდებიან, ხოლო სათავგადასავლო სკოლის სიმულაციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი - “Dipski” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც პირველად გასულ წელს გაიმართა და ტრადიციად იქცა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია