დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ერთ-ერთ რაიონში "ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატად გია კორკოტაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა
ავტორი:
2014/აპრილი/26 12:30:02
კოალიცია "ქართული ოცნება", ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" წარმომადგენელ გია კორკოტაშვილის კანდიდატურას განიხილავდა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" გია კორკოტაშვილმა დაუდასტურა.
"მე "ოცნების" წარმომადგენლებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ვენდობი მათ ვექტორს. შიგნით გუნდი არჩევდა, რამდენად ვარგისიანი ვიქნებოდი იქ", - აღნიშნა გია კორკოტაშვილმა.
ამასთან, კორკოტაშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე კრწანისის რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით "მოარული ხმები" არსებობს.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ვერსიით, მთაწმინდის რაიონში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატად ჯაბა ჯიშკარიანის დასახელება იგეგმება, თუმცა მან "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია