დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სიხარულიძე - რუსეთისადმი წერილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოშლილია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების სისტემა
ავტორი:
2018/მარტი/14 00:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/sixarulidzedavit.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482823-davith-sikharulidze-rusethisadmi-tserili-adasturebs-rom-qveyanashi-moshlilia-usafrthkhoebis-politikis-sakithkhebze-gadatsyvetilebebis-mighebis-sistema.html", "headline": "დავით სიხარულიძე - რუსეთისადმი წერილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოშლილია უსაფრთხოების პოლიტიკის საკი...", "datePublished": "2018-03-13 20:03:08", "dateModified": "2018-03-13 20:03:08", "description": "რუსეთისადმი პრემიერ-მინისტრის წერილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოშლილია უსაფრთხოების პოლიტიკის საკით...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/sixarulidzedavit.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რუსეთისადმი პრემიერ-მინისტრის წერილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოშლილია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების სისტემა, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა გარკვეული ზიანი მიიღო.

“ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნაში მოშლილია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყეტილების მიღების სისტემა. საერთოდ გაუგებარია, რა იყო ამ წერილის მიზანი, როცა რუსეთისგან სხვა პასუხს ნამდვილად არავინ ელოდა. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში როდის იყო შემთხვევა, როცა აგრესორზე მუდარას რაიმე პოლიტიკური შედეგი გამოუღია?“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
მისივე შეფასებით, არავინ არის ისეთი გულუბრყვილო, ვინც იფიქრებს, რომ რუსეთი საქართველოს პრემიერის მიმართვის შემდეგ იმის კეთებას შეწყვეტდა, რასაც ის მუდმივად აკეთებს.

“ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან ის არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებული ძალები ჰყავს. თუკი ასეთი გულუბრყვილობა არსებობს, ძალიან ცუდად გვქონია საქმე. რთული გასაგებია, რა იყო ამ მიმართვის მიზანი“, - აღნიშნა დავით სიხარულიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია