დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციაზე პრეზიდენტის დასწრება სავალდებულო არ არის
ავტორი:
2014/ივლისი/09 19:00:02
პრეზიდენტის დასწრება ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციაზე სავალდებულო არ არის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ განიხილავს ღონისძიების ფორმატს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს
"მე მხარს ვუჭერ საქართველოს პარლამენტის ამ ინიციატივას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპაში ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. მე სრულად ვუჭერ მხარს ამ დოკუმენტის რატიფიცირებას. რაც შეეხება ჩვენს დასწრებას, თქვენ იცით, რომ სავალდებულო არანაირად არ არის პრეზიდენტის დასწრება ამ ღონისძიებაზე. განვიხილავთ მის ფორმატს, შინაარსს და მოგახსენებთ", - განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს საზეიმო პარლამენტში.
საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას 18 ივლისს გეგმავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია