დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დათა ახალაიასთან დაკავშირებით პროკურატურა სამართლებრივ პროცედურებს ახორციელებს
ავტორი:
2014/აპრილი/25 17:30:02
დათა ახალაიასთან დაკავშირებით პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს ახორციელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა. ახალაიას საქმესთან დაკავშირებით შოთაძემ დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა.
"ამ დღეებში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა საბერძნეთში დათა ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით. პროკურატურა ახორციელებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რაც არის განსაზღვრული შესაბამისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაციისგან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ", - აღნიშნა შოთაძემ.
დღესვე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა არ შეასრულა მოქალაქეობრივი ვალი და არ მიიღო მონაწილეობა მოწმის სახით დაკითხვაში, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური დაკითხვაც შესთავაზეს. "გამოძიება გაგრძელდება სააკაშვილის დაკითხვის გარეშე და ჩვენ შევეცდებით სხვა საგამოძიებო მოქმედებით დავადგინოთ თითოეულ ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება", - აღნიშნა შოთაძემ.
ამასთან, შოთაძე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტის გახსნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონკრეტულად ერაკლე კოდუას და გია სირაძის შემთხვევაში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მოხდა მათი პასუხისგებაში მიცემა. "თუმცა, საბოლოოდ სასამართლოს განხილვით დადგინდება, იყო თუ არა ის მტკიცებულებები საკმარისი, რასაც პროკურატურა წარადგენს კონკრეტული პირების მსჯავრდებისათვის", - დასძინა მან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია