დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე თომას მელიას შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/25 11:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, თომას მელიას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე, მიმდინარე წლის ივნისამდე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
საუბარი აგრეთვე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები და ისაუბრეს დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დამოკრატიისა და მმართველობის ჯგუფის სამუშაო შეხვედრის შესახებ, რომელსაც საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია უხელმძღვანელებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია