დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ჩოქური - პროკურატურას თბილისობასთან დაკავშირებული ხარჯების შესასწავლად მერიამ თავად მიმართა
ავტორი:
2014/დეკემბერი/10 09:00:04
სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის განცხადებით, პროკურატურას თბილისობასთან დაკავშირებული ხარჯების შესასწავლად მერიამ თავად მიმართა. მისი თქმით, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს ეს ხარჯები, რათა საბოლოო ჯამში გამოჩნდეს, რომ გამგეობებისა და მერიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
"პროცესი არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი. პროკურატურა დაინტერესდა ტელეარხებზე გავრცელებული ინფორმაციით, რომ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით არაკანონიერი ქმედებები მოხდა. ჩვენ თვითონ მოვითხოვეთ, რომ პროკურატურა დაინტერესებულიყო ამ ინფორმაციით, რათა საბოლოო ჯამში დადებულიყო რეალური ინფორმაცია. ძალიან დიდი ხალისით ვაძლევთ ინფორმაციას პროკურატურას ყველა იმ ღონისძიებაზე, რაც მერიამ თუ ნებისმიერმა გამგეობამ ჩაატარა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამუკა ჩოქურმა.
რაც შეეხება ტენდერების გარეშე ღონისძიებების ჩატარებას, ჩოქურის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მერიასა და გამგეობებს მიეცათ უფლება, რომ პირდაპირი შესყიდვით განეხორციელებინათ თბილისობის ღონისძიებები.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა პირიქით, ბევრი დასკვნა უნდა დადონ, რომ მორჩეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწყებული რამდენიმე დღეზე გათვლილი ბაკჰანალია.
დედაქალაქის მთავრობის მიერ "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დახარჯულ თანხებს პროკურატურა სწავლობს. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიაში უკვე დაადასტურეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია