დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ბერუჩაშვილი დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/24 23:00:02
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე თამარ ბერუჩაშვილმა უცხოელ დიპლომატებს წარუდგინა ლია ნადარაია, რომელიც საქართველოდან კენჭს იყრის ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) წევრთა არჩევნებში (2015-2018 წლების ვადით).
"არჩევნები გაიმართება ნიუ იორკში, 26 ივნისს. ლია ნადარაიას ქალთა უფლებების დაცვის და გენდერული თანასწორობის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 1998 წლიდან იგი არის კავკასიის ფემინისტური ინიციატივის პრეზიდენტი, 2003 წლიდან ქალთა საერთაშორისო პოლიტიკური რესურსცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, 2013 წლიდან - სამხრეთ კავკასიის ქალთა კონგრესის (SCWC) თავმჯდომარე და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. ლია ნადარაიამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო სამომავლო გეგმები ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში არჩევის შემთხვევაში და ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით", - აცხადებენ სამინისტროში.
უწყების შეფასებით, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) წევრთა არჩევნებში ქართველი კანდიდატის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის აქტიურ ჩართულობას ქალთა უფლებების დაცვის სფეროში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1268
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია