დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღესვე შეგვიძლია შესვლა
ავტორი:
2014/აპრილი/24 14:30:02
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას იქ შესვლა დღესვე შეუძლია.
საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანა ასოცირების შეთანხმების გაფორმებაა, ხოლო ის, თუ რა იქნება 10, 20, ან 25 წლის შემდეგ, დავით უსუფაშვილის თქმით, ამაზე მინიშნება იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეიძლება მოხდეს უფრო ადრე, ან უფრო გვიან.
"პირველად მოხდა, როცა ევროპარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აქვს ევროპული პერსპექტივა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშრის კონსტიტუციის 49-ე მუხლი გამოყენებადია საქართველოსთვისაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დახურული კი არ არის, არამედ ღიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შესვლა დღესვე შეგვიძლია. ასე ევროკავშირში არც ერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა. პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები წლების განმავლობაში იცდიდნენ და მუშაობდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ზოგ მათგანს 10 წელზე მეტი დასჭირდა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა ლორან ფაბიუსთან და შტაინმაიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია