დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნატალია საბანაძე - საქართველო უნდა გაუფრთხილდეს თავის მონაპოვარს, რაც ევროპაში უვიზო მიმოსვლას ეხება
ავტორი:
2018/იანვარი/23 08:30:01
../photo/2015_02/0-0SEQT-2015/sabanadze-natali.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474243-natalia-sabanadze-saqarthvelo-unda-gaufrthkhildes-thavis-monapovars-rac-evropashi-uvizo-mimosvlas-ekheba.html", "headline": "ნატალია საბანაძე - საქართველო უნდა გაუფრთხილდეს თავის მონაპოვარს, რაც ევროპაში უვიზო მიმოსვლას ეხება", "datePublished": "2018-01-23 04:26:57", "dateModified": "2018-01-23 04:26:57", "description": "ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის განცხადებით, საქართველო უ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0SEQT-2015/sabanadze-natali.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის განცხადებით, საქართველო უნდა გაუფრთხილდეს თავის მონაპოვარს, რაც ევროპაში უვიზო მიმოსვლას ეხება. ასე ეხმაურება საბანაძე რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს.

”ეს არის გეგმური და არაფერი ამაში ექსტრაორდინალური არ არის. საერთოდ, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ვალდებულებების შესრულება და ეს ფაქტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები, არ გადააცილონ 3 თვეს. რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნას, აქ დაკმაყოფილების სტატისტიკა არის ძალიან დაბალი. ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ამიტომ მოთხოვნების განხილვა ავტომატურად ნეგატიური პასუხით სრულდება. ესეც გასათვალისწინებელია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს”, - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირს არ მოსწონს უკრაინული კანონპროექტი ანტიკორუფციულ სასამართლოზე, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ არის. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო შეშფოთებულნი არიან თავშესაფრის მაძიებლებით საქართველოდან. ”შეჩერების მექანიზმი განხილული იქნება სამშაბათს“, - აღნიშნავს იოზვიაკი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია