დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საჯარო რეესტრს დღეს ავსტრიელი ექსპერტები ეწვივნენ
ავტორი:
2014/ივლისი/21 17:30:02
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დღეს ავსტრიელი ექსპერტების სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, ექსპერტები შეხვედრებს გამართავენ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის სამუშაო თემატურ ჯგუფების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განიხილავენ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის სამოქმედო დოკუმენტს და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონკრეტულ საქმიანობებს შეაფასებენ. გაიმართება დისკუსია საქართველოში სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობების და სამომავლო გამოწვევების შესახებ.
საჯარო რეესტრის წარმომადგენლები წარადგენენ NSDI –ის საპილოტე პროექტს, რომელიც ქალაქ გორში მიმდინარე წელს განხორციელდება.
ვიზიტის დასასრულს, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და გეოინფორმაციული სისტემების ქართველი სპეციალისტების მოსაზრებები პროექტის საბოლოო ანგარიშშიც აისახება, რომელსაც მოწვეული ექსპერტები ახლო მომავალში მოამზადებენ.
ავსტრიელი ექსპერტების ვიზიტი ევროკავშირის დაძმობილების (twinning) პროექტის - "ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოში" - ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მხარდაჭერას.
ექსპერტების ვიზიტი 24 ივლისს დასრულდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია