დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეს გაგრძელება ექნება
ავტორი:
2014/აპრილი/24 14:00:02
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეს გაგრძელება ექნება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ ჰგონია, რომ ვალერი გელაშვილის ცემა იმ ადამიანების თავში მომწიფდა, ვინც გამოძიებამ დაასახელა.
"არავისთვის მოულოდნელი არ იყო პროკურატურის დღევანდელი განცხადება. არავის ჰქონდა ეჭვი, რომ მაშინ ვალერი გელაშვილი უცხო პლანეტელებმა სცემეს ან 2000 წელს ქალაქის ცენტრში შეიარაღებული ბანდფორმირება დადიოდა და მას მაშინდელ ხელისუფლებასთან კავშირი არ ჰქონდა. ჩვენ არ ვიცოდით მხოლოდ გვარები და სახელები და კონკრეტული შემსრულებლები. 9 წლის შემდეგ ეს საქმე გახსნილად გამოცხადდა. დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს ექნება გაგრძელება. არ მგონია ეს თემა იმ ადამიანების თავში მომწიფდა, ვინც გამოძიებამ დაასახელა. პირები ვინც ბრალდებული არიან, ალბათ აგვიხსნიან თავად მოიფიქრეს საკუთარ კაბინეტში ვალერი გელაშვილის დასჯა, თუ ვინმე სხვამ დაავალა. ეს შემდგომი განხილვისა და გარკვევის საგანი უნდა გახდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღეა ქვეყნის ისტორიაში, რაც არასდროს უნდა განმეორდეს. "ამას უზრუნველყოფს დანაშაულის გახსნა. კარგია, რომ დანაშაული გაიხსნა, ცუდია, რომ ამ პროცესს 9 წელი დასჭირდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.








წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია