დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პასკალ მენიე - საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით
ავტორი:
2017/ნოემბერი/15 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/maxaroblishvilimeniepaskal.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463221-paskal-menie-safrangethi-gaagrdzelebs-saqarthvelos-mkhardatceras-evrointegraciisa-da-skhva-mimarthulebebith.html", "headline": "პასკალ მენიე - საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებები...", "datePublished": "2017-11-15 19:10:51", "dateModified": "2017-11-15 19:10:51", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/maxaroblishvilimeniepaskal.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ პროცესს და ამ კონტექსტში ქართული მხარის პრიორიტეტებსა და მოლოდინებს. გამოითქვა იმედი, რომ სამიტი იქნება წარმატებული და დამატებით იმპულსს შესძენს პარტნიორობას.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ბრიუსელის სამიტზე კარგი შედეგებით წარდგება.
ელჩის განცხადებით, საფრანგეთი აღიარებს საქართველოს მიღწევებს რეფორმების განხორციელების კუთხით და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 660
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია