დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ადვოკატთა ასოციაციის წევრი ზაზა ხატიაშვილს უპირისპირდება
ავტორი:
2014/აპრილი/24 12:30:02
ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ელენე მაისურაძე ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
როგორც ელენე მაისურაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან ზაზა ხატიაშვილს მიმართა წარმოედგინა 2013 წლის აუდიტორული შემოწმების დასკვნა.
მაისურაძის თქმით, ზაზა ხატიაშვილმა პასუხის გაცემის ნაცვლად მას შეურაცხმყოფელი წერილით მიმართა.
"მე მაქვს ეჭვი, რომ 4000-ზე მეტი ადვოკატის საწევროს თანხები იხარჯება არამიზნობრივად და ამის გამო ხატიაშვილი მალავს, თუ რაში ხარჯავს ჩვენს მიერ გადახდილ თანხებს. ასევე მაქვს ეჭვი, რომ წინა წლების საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იქნა გახარჯული. ამ აზრს მიმტკიცებს ის გარემოება, რომ 2012 წელს, როდესაც ზაზა ხატიაშვილს ადვოკატურის თანხებთან დაკავშირებით ვესაუბრებოდი, მან შიში გამოთქვა, ჩვენ რომ სახელმწიფომ შეგვამოწმოს, შეიძლება ბევრი რამე ამოგვიგდონ და ბევრი პრობლემა შეგვექმნასო. თუკი ხატიაშვილს ყველაფერი წესრიგში აქვს, მაშინ რატომ ეშინია, რომ შემოწმების შედეგად მას დარღვევებს აღმოუჩენენ? მოვითხოვ ზაზა ხატიაშვილისგან, ადვოკატებს წარმოუდგინოს არამარტო 2013 წლის წლის ანგარიში ბიუჯეტთან დაკავშირებით, არამედ 2010, 2011 და 2012 წლების აუდიტორული შემოწმების ანგარიშებიც. მაქვს ეჭვი, რომ ხატიაშვილი ადვოკატების თანხებით საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას იუმჯობესებს", - განაცხადა ელენე მაისურაძემ.
მაისურაძის თქმით, მან ხელმეორედ მიმართა ზაზა ხატიაშვილს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აუდიტორული შემოწმების დასკვნას კონკრეტული პასუხი გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია