დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - აფხაზეთის ანექსია რუსეთის მხრიდან შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ აფხაზეთი როგორც ასეთი აღარ იქნება
ავტორი:
2014/ივნისი/02 17:30:03
აფხაზეთის ანექსია რუსეთის მხრიდან შესაძლოა დროის მოკლე მონაკვეთში ნიშნავდეს იმას, რომ აფხაზეთი, როგორც ასეთი აღარ იქნება , - ამის შესახებ დეპუტატმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ანექსია თავად აფხაზურმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.
"მე ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ აფხაზეთის ანექსია რუსეთის მხრიდან შესაძლოა დროის მოკლე მონაკვეთში ნიშნავდეს იმას, რომ აფხაზეთი, როგორც ასეთი, აღარ იქნება. ეს არ არის მრავალრიცხოვანი ერი, ხალხი, რომლის შთანთქმაც გაუჭირდება რუსეთის სახელმწიფოს. პირველ რიგში ამ პროექტში ჩვენი მთავარი მოკავშირე ყველაზე სეპარატისტულად განწყობილი აფხაზური საზოგადოებაა, იმიტომ რომ, თუ მათი ამოცანაა აფხაზეთის გადარჩენა, მაშინ მათ არ უნდა დაუშვან აფხაზეთის ანექსია რუსეთის მიერ. შესაბამისად ეს რჩება, როგორც შანსი შემდგომი ინტეგრაციის და დაბრუნების საქართველოს სამართლებრივ სივრცეში. იმედი მაქვს, რომ, როგორც ეს ძალიან ბევრჯერ მოახერხეს ამ წლების განმავლობაში, ისინი ამჯერადაც გაუძლებენ ამ ცდუნებას და პოლიტიკურ ბრძოლას და სრულად, 100 %-ით რუსულ სივრცეში არ აღმოჩნდებიან. ეს მათ გააკეთეს რამდენჯერმე. მაგრამ მარტო ამის იმედად ვერ ვიქნებით. მთელმა მსოფლიომ, განსაკუთრებით ყირიმის მოვლენების ფონზე, ჩვენი მეთაურობით უნდა მოახერხოს, რომ კიდევ ერთი ტერიტორიის ანექსია არ დაუშვას რუსეთის მიერ",-განაცხადა ხიდაშელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია