დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობამ "საქართველოს სუვერენული ფონდის" დაფუძნება გადაიფიქრა
ავტორი:
2014/აპრილი/23 17:00:02
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც "საქართველოს სუვერენული ფონდის" შექმნას ითვალისწინებდა, მთავრობას პარლამენტიდან უკან გააქვს.
საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტიდან გამოთხოვის გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, "საქართველოს სუვერენული ფონდის" დაფუძნებაზე მთავრობამ უარი თქვა. აღნიშნულ ინიციატივას სახელმწიფო ბანკის – "საქართველოს განვითარების ბანკის" შექმნის გეგმა ცვლის. ბანკთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი კი, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
"სააქციო საზოგადოება - საქართველოს სუვერენული ფონდის შესახებ" კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა, თუმცა მისი განხილვის პროცესი პარლამენტში აღარ წარიმართა.
თავის მხრივ, სუვერენული ფონდის მიზნებად განსაზღვრული იყო მომგებიანი საინვესტიციო პროექტების განვითარება და ხელშეწყობა, მომგებიან პროექტებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა. კანონპროექტის მიხედვით, "საქართველოს სუვერენული ფონდის" აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო და მის კაპიტალში გადადიოდა "საპარტნიორო ფონდში" არსებული სახელმწიფო აქციები. კერძოდ, "საქართველოს სუვერენულ ფონდს" უნდა გადასცემოდა: "საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი", "თელასი".
აღნიშნული პაკეტი ასევე ითვალისწინებდა "საპარტნიორო ფონდის" "სტრატეგიული განვითარების ფონდად" გარდაქმნას, რომელიც "საქართველოს სუვერენული ფონდის" შვილობილ საწარმოდ ყალიბდებოდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია