დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მურმან დუმბაძე – სამთავრობო და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა
ავტორი:
2014/სექტემბერი/15 09:00:02
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე ირაკლი ღარიბაშვილს კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს.
როგორც დუმბაძე აცხადებს, მთავრობის საქმიანობასა და მის საკადრო პოლიტიკაში ჩარევა მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა და ამისთვის ხელფასს იღებს. მისივე თქმით, ვერ დაასახელებენ ვერც ერთ ისეთ შემთხვევას, როცა კონკრეტულ თანამდებობაზე პირი მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა, რადგან ასეთ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
"როცა ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მურმან დუმბაძე მთავრობის საქმიანობაში, საკადრო და სამთავრობო პოლიტიკაში, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ერევა, უნდა წაიკითხოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, ჩავერიო ხელისუფლების შორის ბალანსში, სახელისუფლებო ურთიერთობებში, საკადრო პოლიტიკაში. მე წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტის წევრს, ვიცე-სპიკერს. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ამაში მიხდის ხალხი ხელფასს", - განაცხადა "ტელეიმედის" ეთერში მურმან დუმბაძემ.
დეპუტატის თქმით, ნეპოტიზმში მისი დადანაშაულება "ყურით მოთრეული" ბრალდებაა. "ჩავატარებ სპეციალურ ბრიფინგს, სადაც ვიტყვი, ვინ არიან ჩემი ნათესავები აჭარის მთავრობაში და დავასახელებ მთავრობის ხელმძღვანელის მიერ დანიშნულ ნათესავებს", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია