დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლის შესახებ განცხადებებს სპეკულაციებს უწოდებს
ავტორი:
2014/აპრილი/23 10:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სპეკულაციებს უწოდებს იმ განცხადებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან მიდის.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, სპეკულაციები მიდის იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან მიდის, ბიზნესს ყიდის და ა.შ.
"მე მინდა ძალიან მარტივად ამ ადამიანებს განვუმარტო, ბიძინა ივანიშვილი არა თუ მიდის, არამედ  საქართველოში დარჩა, როდესაც ყველაზე რთული სახიფათო და სარისკო იყო მისთვის დარჩენა მაშინ ქვეყანაში, მაგრამ მან ეს გააკეთა, დარჩა და შეასრულა ის, რასაც ვერავინ ვერ შეასრულებდა. ეს არის რეალობა,  რომელსაც ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ ყოველთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ვინც არის ქვეყნიდან გაქცეული "ჩვენ ძალიან კარგად ვუყურებთ".
"ეს არის მათი ლიდერი, 6%-იანი პარტიის ლიდერი, ბატონი სააკაშვილი, რომელიც გუშინ რაღაც საოცრებებს გადასცემდა სკაიპით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ მიხეილ სააკაშვილი დიდგულად გამოიყურებოდა. პრემიერმა მოუწოდა სააკაშვილს ჩამობრძანდეს და აქედან ელაპარაკოს ხალხს იმ საშინელ დანაშაულზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია