დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" "საყდრისის ნგრევის შეჩერებას" მოითხოვს
ავტორი:
2014/აპრილი/22 13:00:02
პოლიტიკური გაერთიანება "არასაპარლამენტო ოპოზიცია" მთავრობას "საყდრისის ნგრევის" შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.
ასევე მათი მოთხოვნაა, ხელახლა შეიქმნას კვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც ობიექტის კულტურულ მნიშვნელობას შეისწავლის.
"არაერთი საერთაშორისო ექსპერტის, ასევე, ადგილობრივი სამეცნიერო საზოგადოების დასკვნით, საყდრისის უძველესი ოქროს საბადო არის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჯერ კიდევ 2006 წელს გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარმა საერთაშორისო კომისიამ დაადასტურა, რომ ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც ოქროს მოპოვება ძვ. წელთაღრიცხვის IV ათასწლეულში დაიწყო.
ამის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ საყდრისს უძრავი ძეგლის სტატუსი გაუუქმა და კომპანია RMG Gold-ს ამ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა.
სამინისტროში შექმნილი 11–კაციანი კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც საყდრისის კულტურული მნიშვნელობა უნდა დაედგინა, არ იქნა შეყვანილი არც ერთი ქართველი, თუ უცხოელი სპეციალისტი, რომელიც საყდრისის არქეოლოგიურ კვლევა–ძიებაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. უფრო მეტიც, კომისიაში შეყვანილი იქნენ მატერიალური მოგებით დაინტერესებული მხარის, ოქროს მომპოვებელი კომპანიის – RMG Gold-ის კონტრაქტორები, ის სპეციალისტები, რომლებსაც არ გააჩნიათ გამოცდილება სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში, ან საერთოდ იმ არქეოლოგიური პერიოდის კვლევაში, რომელსაც ეკუთვნის საყდრისის უძველესი მაღარო.
საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, RMG Gold-მა 18 აპრილს საყდრისის ნგრევა დაიწყო.
მოვითხოვთ, მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად, ხელახლა შეიქმნას კვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც შეისწავლის ობიექტის კულტურულ მნიშვნელობას და საბოლოო დასკვნის შემუშავებამდე, საყდრისის უძველეს მაღაროს თავიდან მიენიჭოს უძრავი ძეგლის სტატუსი", - ნათქვამია "არასაპარლამენტო ოპოზიციის" განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია