დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ხვალ გაიხსნება
ავტორი:
2014/აპრილი/21 14:00:02
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ბიბლიოთეკის გახსნა 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, ბიბლიოთეკის გახსნაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვაც იგეგმება.
ბიბლიოთეკის გახსნას Facebook-ში საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილიც ეხმაურება. "პირველი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ევროპაში, რომელიც აშენდა რეკორდულ დროში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. ბიბლიოთეკა თბილისის ცენტრში მდებარეობს, შენობა ხუთსართულიანია და მოიცავს სტუდენტურ კაფეს, ორ ღია ტერასას, საკონფერენციო დარბაზს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს. ბიბლიოთეკაში განთავსებულია წიგნები პოლიტოლოგიის, არქეოლოგიისა და დიზაინის მიმართულებებზე", - ნათქვამია Fაცებოოკ-ში ექსპრეზიდენტის ოფიციალიურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე დააფუძნა საერთაშორისო ლიდერთა ინსტიტუტი ვაშინგტონში და ანალოგიური ფონდი კიევში, როგორც თბილისის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფილიალები.
ბიბლიოთეკის შენობის არქიტექტურული პროექტი სააკაშვილს ცნობილმა არქიტექტორმა იურგენ მაიერმა აჩუქა, პროექტის თანაავტორია ლადო აბრამიშვილი. ბიბლიოთეკა საბურთალოს რაიონში მდებარეობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია