დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებაზე კანონმდებლობა გამკაცრდება
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 12:58:02
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების თემაზე მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრობს. ,,ბოროტი ხუმრობების სერია იყო. არ ვიცი, ამას სხვა რა ვუწოდო. საბოლოდ გავარკვიეთ, რომ შეტყობინებების ავტორთა შორის არასრულწლოვნები იყვნენ, 10-12 წლის ბავშვები. ყველა პირი დადგენილია. სამწუხარო ფაქტია, რომ მშობლები თავიანთ შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ. მინდა, ყველა მშობელს მოვუწოდო, რომ თავიანთ შვილებს ბოროტი ხუმრობები აუკრძალონ. საქმის წარმოება კი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს“,-აღნიშნავს ღარიბაშვილი. შსს კანონის გამკაცრების მიზნით ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს. ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ საკანონმდებოლო ცვლილებას პარლამენტი ფორსირებულად მიიღებს. მისი თქმით, ცვლილების ამოქმედების შემდეგ ყველა ცრუ შეტყობინების ავტორი მკაცრად დაისჯება.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია