დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურებზე იმსჯელებს
ავტორი:
2014/აპრილი/17 10:30:02
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში ხუთ ვაკანტურ ადგილზე წევრების დამტკიცებას შეეცდება.
საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან შერჩეულია შემდეგი პირები: აჭარის უმაღლესმა საბჭომ გიორგი კოხრეიძის კანდიდატურა წარადგინა, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის, ამ შემთხვევაში უმცირესობის მხრიდან კვლავ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა დასახელდა, ასევე უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარმოდგენილია დავით კიზირიას კანდიდატურა, ხოლო უმრავლესობამ გრიგოლ გოგელიასა და ალექსანდრე ვახტანგოვის კანდიდატურები შეარჩია.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში, რომელიც ახალი კანონის თანახმად, ცხრა წევრის შემადგენლობით კომპლექტდება, პარლამენტმა იანვარში მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე და ნათელა სახოკია დაამტკიცა. ყველა სხვა კანდიდატურაზე, რომელიც მას საკონკურსო კომისიამ შესთავაზა, უარი თქვა.
იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა. საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია