დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი - მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ
ავტორი:
2018/მარტი/06 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/chugoshvili_ad437.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481565-thamar-chugoshvili-moqalaqeebma-uvizod-mimosvlis-shethankhmebis-borotad-gamoyeneba-unda-shetsyviton.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ", "datePublished": "2018-03-06 07:13:49", "dateModified": "2018-03-06 07:13:49", "description": "მე არ მგონია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მოქალაქეებმა უვი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/chugoshvili_ad437.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მე არ მგონია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს, გერმანიის შს ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტზე და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ შეთანხმებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

"ძალიან მნიშვვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები პატივისცემით ეკიდებოდნენ იმ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან. თუკი ბოროტად ვისარგებლებთ იმ ძალიან დიდი მიღწევით, რომელიც საქართველომ მიიღო გასულ წელს, შესაძლებელია, მთელ ქვეყანას შევუქმნათ პრობლემები. ასე, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა მოქალაქე ამას პასუხისმგებლობით მოეკიდება. მე არ მგონია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია