დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლაშა ტუღუში - ჟურნალისტების გატაცება უმსგავსო და აღმაშფოთებელი ფაქტია
ავტორი:
2014/აპრილი/16 12:30:02
გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში სოფელ აძვში ჟურნალისტების გატაცების ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში.
"ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს არის ოკუპაცია და ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გაეკარება ამ ადგილს შეიძლება აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში. ეს არის უმსგავსობა და აღმაშფოთებელი ფაქტი", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის მოგვარებას, თუმცა თავს ზევით ძალა არ არის.
"მე ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს რაღაცეების გაკეთებას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვართ კონფლიქტში რუსეთთან, რომელიც ავლებს მავთულხლართებს. აქ უკვე იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ძალიან ძნელია რამის შეცვლა. თავის საქმეს კი აკეთებენ, მაგრამ ამ ვითარებაში თავს ზევით ძალა არ არის. მუდმივი ბრძოლა გვამრთებს, რომ ჩვენი უფლებები აღვიდგინოთ. ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე, ეს არის ხანგრძლივი პროცესი", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია