დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერის აპარატი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარაბაძის ბიოგრაფიას ავრცელებს
ავტორი:
2014/აპრილი/16 20:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ბარაბაძის ბიოგრაფიას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი ბარაბაძე პროფესიით სამართალმცოდნე, ასოცირებული პროფესორია.
შესაბამისი განათლება მან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა და დოქტორანტურა სისხლის სამართლის თეორიის მიმართულებით. არის 15-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი ბარაბაძე 2014 წელს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის პირველი კატეგორიის მრჩეველი იყო.
2007 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლისა და სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტში მუშაობდა, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მრჩეველი. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია