დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შალვა თადუმაძე - ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით რამე სიახლის ამოქმედება არ იგეგმება
ავტორი:
2014/აპრილი/16 18:00:02
დღემდე არ არსებობს ნორმატიული მასალა, რომლს მიხედვით სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების სამსახურიდან გაშვება ხდებოდა , - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.
მისი თქმით, კონსტიტუციამ ეს ნორმად 1994 წელს აქცია, ამიტომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით რამე სიახლის მიღება არ იგეგმება.
"კონსტიტუციაში ეს 1994 წელს ჩაიწერა. დღემდე არსად არსებობს ნორმატიული მასალა, რომ იკრძალებოდეს სექსუალური ორიენტაციის გამო სამსახურიდან ადამიანის გაშვება. ჩვენ ახალს არაფერს ვადგენთ. დღესაც შეიძლება მსახურობდეს ასეთი ადმიანი უშიშროებაში, ასწავლიდეს საბავშვო ბაღში. ეს ქმედება არ არის კრიმინალიზებული. ამ ადმიანებს მუშაობის უფლება აქვთ. უბრალოდ მათ აკრძალული ჰქონდათ ამ საქმით სამსახურში დაკავება და პროპაგანდა. კონსტიტუციის ნორმას სექსუალური ორიენტაციის გარდა ამ კანონით დამატებული აქვთ კიდევ თოთხმეტი სხვა ნორმა", - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
ანტიდისკრიმინაციული კანონის ძირითადი მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობაში დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებლი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
კანონპროექტით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც აღჭურვილი იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი მექანიზმებით.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია